понедельник, 12 мая 2008 г.

Wake Up

11:52 PM აშკარად ვეიქაფ : )
ხზ, მერე გავიღვიძებ – ეხა მივჯღაბნი რამეს. მამენტ არა მგონია ვინმემ ნაჯღაბნად აღიქვას, მაგრამ იგულისხმება. თან ბევრი შეცდომებით და გადახაზულებით. ნაწერი – მარჯვნივ გადახრილი, ერთმანეთზე მიწეპებული ასეოებით, პერიოდულად ოჯერ, ან სამჯერ შემოხაზული... ხო, ბ–ებს თავები მრავალგზის გაკეთებული, ნუ ეს ძირითადად გადაწერის დროს, რომ ლექტორი ადგება თავის მაშინ ხდება – მთავარია წერს თავაუღებლად : )
ხო, გამოცდები ჩააბარე, ნუ იმედი აქვს ყოველ შემთხვევაში. იმედია რომელიმე ლექტორი არ მიჰქარავს და ნიშანს არ გაუფუჭებს : ) მაგრამ მთავარი წინ აქვს (აი მინ იმის გარდა) – კომბინირებული, სუპერბუპერ (პუპერ) გამოცდა, 22–27 ივნისს... რევიც, ჯერ 21 არ მოსულა, ამიტომ პოხუი : )
ხვალ ჟგუფელები ვიკრიბებით, კიარადა იკრიბებიან, ნუ ქულების გაგება, მიმართვების გამოწერა, პლასტიკის ცრემლების ღვარღვარი, ეტც... მენატრება უნივერსიტეტი? პატარა პაუზა და...
ფხხხხხ... რომელიც შემდეგ ისტერიულ სიცილში გადაიზრდება...
კეე, კეე მოენატრება... აქ ხმა დარბაზიდა და მთელი დარბაზის სიცილი : )
ე.ი. მოენატრება... მოენატრება სტუდენტობა რომელიც არ ჰქონია, აუცილებლად მოენატრება, აი ნახოს თუ არა : ) შეცვლიდა რამეს? ხზ, ალბათ არა, რადგან ეზარება უკვე ამაზე ფიქრი... თუმცა ოდესმე არაფხიზელ მდგომარეობაში იფიქრებს და გონებაში ალტერნატიულ მომავალს ააწყობს... ისე, უბრალოდ... მას ეს მოსწონს და მეტი არაფერი : )
არ მინდა ეხა, სხვა დროს განვავრცობ, როცა არასაკმარისად ფხიზელი იქნება...

ხო, კიდე გუშინ რაღაც ვიზიტისდამაგვარი იყო პარლამენტში. ალექსამ დილით მომწერა, რომ სამებაში პატრიარქს ხვდებოდნენ. მე არ წავედი... ნუ განა იმიტომ, რომ trve ვარ, უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ვასწრებდი : ) ნუ მერე თავისფლებაზე გავედი და ნანატრი სამკერდე ნიშანი... რომელიც პიჯაკს მოვარგე და პარლამენტის კარები შევაღე, თუ თავისით გაიღო, თუ რაღაცა რა : )

ჩემდაგასაკვირად, პარლამენტარებიც ხალხი აღმოჩნდა... ან შეიძლება ჩვენ აღვიქვამთ მათ ადამიანებად და სხვა არსებები არიან. არაა მამენტ გამორიცხული, ოღონდ მართლა : )
ნუ შიგნით ბლაბლაბლა, სამომავლო პერსპექტივები, აპლოდისმენტები, ნუ ბულშით რა...
ეს მანამდე ეტალონის დროშით















მე მიკროფონთან (მომნატრებია :love:)
ვინიცის რამდენი ბინძური სამეტყველო აპარატი შეეხო, მას, მაგრამ ახლა +1ია ვიცი : )














ნუ ეს უკომენტაროდ, რაიყოდა
წამით დავივიწყე, რომ მთელი თუარა დარბაზიდან რამდენიმე კაცი მყურებდა და სტოიკა
გავაკეთე... მგონი გამომივიდა :god created heavy metal, blablabla: (ისე აქ დავამუღამე, რომ "ბოროტი სახე" თავისით მოდის – წიპა კანონზომიერებაა, რა : )














ხო კიდე მივხვდი რომ ნოდია მაგარი კაცია... რას გვპირდება და აკეთებს ხზ, მაგრამ მას ენა ემბმის... ნუ ხო... ამიტომ მაგარი კაცია, პოხუი : )
(მარცხნივ ალექსაა, იცნობდეთ)




























გუშინ ერთი უცნაურობაც შევატყ*ე საკუტარ თავს... კაი იყო პარლამენტში სკამზე ჟდომა... :დამპალი კვერცხების აცილება: არა მართლა... იქნებ მეცადა კიდეც, ხზ : ) მაგრამ ეს უფრო ალტერნატიული მომავლის პონტია, არვარ მე პარლამენტის კაცი...
მორალი: სკამებს მართლაც აქვსთ ძალა, ოღონდ მართლა















ხო, ფურშეტზე ჩავსკდი(თ) :უსერ:
მერე ვაკის პარკში ვიყავი, ალკოჰოლი შევუშვი სისხლში : )
უცნაურია ღმერთმანი – რამდენიმე საათით ადრე განათლების მინისტრს ვუსმენდი, ახლა ჯოი ყვებოდა ნიჩბისის ამბებს... რამდენიე საათით ადრე წვენს ვწრუპავდი და განათლების მინისტრთან ფოტოებს ვიღებდი, ახლა გომი მესხა ერთჯერად ჭიქაში და ჩიპსებს ვეძებდი ცარიელ "პაჩკაში" : )
მერე ლიდერთა სკოლაში უშაქრო ყავა დავლიე და მეტროში ყოფით პრობლემებზე ვისაუბე,
ნუ ცოუნტასთან იასნად... ისე ვამჩნევ რომ ხანდახან ისე ურცხვად მეუბნება სიტყვასიტყვით იმსა, რაც მე ადრე ვუთხარი, რომ არც კი შეიმჩნევს, მაგრამ ვპატიობ, რადგან მეც იგივეს ვაკეთებ ხოლმე : ) ნუ გუშინ "სამართალდამცავების" ფენომენზე ვისაუბრეთ... და ითქვა, რომ ე.წ. "ძაღლობის" კომპლექსი აქვთ... ანუ როცა რამეს აშავებ, თუნდაც საზოგადოებრიც წესრიგ და მოდის ის და გეუბნება:
– ძმაუ, ნუ აკეთებ ამასა...
აქ უნდა მივიჩნიოთ, მას განა გული შესტკივა, უბრალოდ არ უნდა რომ "ძაღლად" გამოვიდეს და უნდა რომ "ჯიგრულად" მოაგვაროს... არადა რა იცის იმ რეგვენმა, რომ ის "სამართალდამცავია"... წიპა მოდის, წარმოგიდგენს საკუთარ ტავს და წარბშეუხრელად გიკითხავს მუხლს რომელიც დაარღვიე და მოგიწოდეს წესრიგისკენ... ბლიად, ნეტა ვინმე ვნახო ასეთი და ძალით დავარღვევ :უსერ: რევიც, შეგნება ბატონო, შეგნება... ვინაიდან და რადგანაც ყველა მეტნაკლებად "ქუჩის ტრადიციებზე" აღვიზარდეთ, ამიტომ მოდის ის "ძმაუთი"... და მას ეშინია... აქ "ძმაუ" არ არსებობს, რადგან როდესაც დამნაშავეს ლმობიერად მიმართავ, შენ გეშინია, დათს'ოლ : ) ხოდა იმედი მაქვს, ოდესმე იქნება დრო, როცა პოლიცელი ჩვენთან "ბოზის" და "განდონის: და "მაგათიდედამოვტ&ანის" სიმბოლო აღარ იქნება, იმედია : ) თორე ძაღლების დედაც მოვტ&ან იასნად, ჰეჰჰეე :drug:

ხო, თმას კიდე არ ვიჭრი ( :